დრონებმა რუსეთის სამხრეთის ერთ-ერთ საკვანძო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

26.09.25 10:48
დრონებმა რუსეთის სამხრეთის ერთ-ერთ საკვანძო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

26 სექტემბრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა აფიპის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე რუსეთის კრასნოდარის მხარეში, რის შედეგადაც ერთ-ერთ დანადგარზე ხანძარი გაჩნდა.

დრონის ნამსხვრევები დაეცა აფიპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ დანადგარს, რამაც 30 კვადრატულ მეტრზე ხანძარი გამოიწვია, - იუწყება კრასნოდარის მხარის ოპერშტაბი. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქარხანა რუსულ არმიას ამარაგებს დიზელითა და ბენზინით, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. მისი წლიური გადამუშავების მოცულობა 6,25 მილიონ ტონას შეადგენს.