მედია: რუსეთი უკრაინას 115 დრონით დაესხა თავს
რუსეთი უკრაინას 115 დრონით დაესხა თავს - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული დრონებით დარტყმები 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა. მათივე განცხადებოთ, განეიტრალებულია 97 დრონი.
„შეტევა გრძელდება. ჩრდილოეთში საფრენი აპარატების ახალი ჯგუფი დაფიქსირდა. უსაფრთხოების ზომები დაიცავით“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.