WSJ: ტრამპი განიხილავს, იფიქროს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლების მიცემაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მზადაა, მოხსნას აკრძალვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე - ამის შესახებ ინფრომაციას Wall Street Journal აშშ-ის მაღალი რანგის მოხელეზე და უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ ტრამპმა ზელენსკის სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შეხვედრისას უთხრა.
WSJ-ის ინფრომაციით, ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა გრძელი რადიუსის მეტი რაკეტა და იმის უფლება, რომ ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს. ტრამპმა პასუხად თქვა, რომ არ ეწინააღმდეგება ამ იდეას.
გამოცემა Axios-ი ტრამპისა და ზელენსკის იმავე შეხვედრის შესახებ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უარი განაცხადა უკრაინისთვის გრძელი რადიუსის რაკეტების, კერძოდ Tomahawk-ების გადაცემაზე. ეს რაკეტები დაახლოებით 1000 მილზე მოქმედებს და სისწრაფით ბევრად აღემატება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებულ უკრაინულ დრონებს.
- გამოცემის თანახმად, უკრაინის დელეგაცია მომავალ კვირაში გაემგზავრება ვაშინგტონში და მოლაპარაკებებს გამართავს პენტაგონის ხელმძღვანელთან, პიტ ჰეგსეთთან.