სირიამ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გამოსცა

27.09.25 16:41
სირიამ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გამოსცა

სირიამ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გამოსცა - ყოფილ პრეზიდენტს 2011 წელს დარააში მომხდარი შეტაკებების გამო ასამართლებენ. ბრალდებები განზრახ მკვლელობებს, სამოქალაქო ომის გამოწვევის მიზნით თავდასხმასა და წამებას მოიცავს.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას ასადი არ ესწრებოდა. მისი რეჟიმის დამხობიდან ამ დრომდე სირიის ყოფილი ლიდერი რუსეთშია გაქცეული და იმალება.