დანიაში სამხედრო ობიექტების მახლობლად დრონები დაფიქსირდა - შეიარაღებული ძალები

27.09.25 17:18
დანიაში სამხედრო ობიექტების მახლობლად დრონები დაფიქსირდა - შეიარაღებული ძალები

დანიაში სამხედრო ობიექტების მახლობლად დრონები დააფიქსირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დანიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დანიის შეიარაღებულ ძალებში არ დააკონკრეტეს, თუ სად დააფიქსირეს დრონები.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში დრონების დაფიქსირების გამო დანიის რამდენიმე, მათ შორის კოპენჰაგენის აეროპორტი, რამდენიმე საათით დაიხურა.

დრონების გამოჩენასთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ დანიელები კიდევ უფრო მეტი ჰიბრიდული თავდასხმისთვის უნდა მოემზადონ.

მსგავსი სიახლეები