რუსეთმა კიევი დაბომბა - დაღუპულებს შორის 12 წლის გოგონაა

28.09.25 10:07
რუსეთმა კიევი დაბომბა - დაღუპულებს შორის 12 წლის გოგონაა

რუსეთმა დილით რაკეტებითა და დრონებით კიევს და მის რეგიონს დაარტყა. თავდასხმის შედეგად მრავალ რეიონში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სახლები დაინგრა. 

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თიმურ ტკაჩენკოს ცნობით, კიევში უკვე დადასტურდა ინფორმაცია 10 დაშავებულის და  სულ მცირე 3 დაღუპულის შესახებ. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული 12 წლის გოგონაა, რომლის ცხედარიც სოლომენსკის რაიონში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოიტანეს.

მსგავსი სიახლეები