ჯეიმს მაკლერი გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქციროს

28.09.25 10:36
ჯეიმს მაკლერი გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქციროს

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკლირი მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, დაუყოვნებლივ დააწესოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მის ახლო გარემოცვის მიმართ. მაკლირი აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის წერილი დასავლეთისთვის “გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს” და მოუწოდებს დასავლეთს, დაემაროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო საქართველოში დაბრუნდეს პოლიტიკური პლურალიზმი და მედიის თავისუფლება. 
 

მზია ამაღლობელის ციხიდან გამოგზავნილი ძლიერი წერილი ყველასთვის გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს.

საქართველო ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებშია, რომელსაც მხარს უჭერს ოლიგარქი, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა.

დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაში.

ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნების მთავრობამ ბევრი ოპოზიციური ხმა დააკავა შეთითხნილი ბრალდებებით.

ეს ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოა.

დიდი ბრიტანეთი და ევროპა უკვე კონფლიქტში არიან რუსეთთან და ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა ამ ბრძოლის ნაწილია.

დააწესეთ სანქციები ივანიშვილისა და მისი ახლო მოკავშირეების მიმართ, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნების ასრულებაში.

დროა, დიდმა ბრიტანეთმა გადადგას ნაბიჯი, - წერს მაკლერი. 

მსგავსი სიახლეები