უკრაინაზე რუსეთის იერიშების ფონზე, პოლონეთმა ცასა და ხმელეთზე კონტროლი გაამკაცრა

28.09.25 12:52
უკრაინაზე რუსეთის იერიშების ფონზე, პოლონეთმა ცასა და ხმელეთზე კონტროლი გაამკაცრა

რუსეთის იერიშების ფონზე, პოლონეთმა ცასა და ხმელეთზე კონტროლი გაამკაცრა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით ავიაგამანადგურებლები უკვე აფრინდა და პოლონეთში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

ოფიციალური უწყების განმარტებით, ეს ნაბიჯი პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს ქვეყნის საჰაერო სივრცისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას.

მსგავსი სიახლეები