დასავლეთი თუ რუსეთი? - მოლდოვაში დღეს გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები იმართება
მოლდოვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსს განსაზღვრავს.
ხმის მისაცემად უკვე მივიდა პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელსაც სჯერა, რომ მისი პროევროპული პარტია პარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს და კრემლის სპეცოპერაცია ჩავარდება.
უკვე რამდენიმე თვეა, კიშინოვში აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმი აქტიურად ცდილობს გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე - რუსეთი აფინანსებს ადგილობრივ ოპოზიციას და ხელს უწყობს პრორუსული ძალების მიერ ხმების მოსყიდვას.