დანიაში უცნობი დრონები ისევ გამოჩნდნენ - უპილოტოები სამხედრო ობიექტების თავზე დაფრინავდნენ

28.09.25 18:04
დანიაში უცნობი დრონები ისევ გამოჩნდნენ - უპილოტოები სამხედრო ობიექტების თავზე დაფრინავდნენ

28 სექტემბრის ღამეს დანიის სამხედრო ობიექტებზე კვლავ შენიშნეს რამდენიმე უცნობი დრონი. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იუწყება, დანიელ სამხედროებზე დაყრდნობით.

დანიის პოლიციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღამით რამდენიმე შეტყობინება შევიდა უცნობი უპილოტოების შესახებ, თუმცა არცერთ მათგანს არ გამოუწვევია ქვეყნის აეროპორტების საჰაერო სივრცის დაკეტვა.

გამოცემა ასევე წერს, რომ უკვე 1–2 ოქტომბერს კოპენჰაგენში ჩატარდება ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების არაფორმალური შეხვედრა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას და საერთო ევროპული თავდაცვის გაძლიერებას.

შეგახსენებთ, რომ დანიაში უცნობი დრონები ადრეც დაფიქსირებულა. მაგალითად, 22 სექტემბერს კოპენჰაგენის აეროპორტი რამდენიმე საათით დაიხურა, ხოლო 25 სექტემბრის ღამეს მუშაობა შეაჩერეს ქვეყნის სხვა, უფრო მცირე აეროპორტებმაც. ასევე, 27 სექტემბერს მინიმუმ ერთი უპილოტო აპარატი ქვეყნის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზაზეც დააფიქსირეს.

მსგავსი სიახლეები