კიევში, კარდიოლოგიის ინსტიტუტზე რუსული დარტყმის შედეგად მედდა და პაციენტი დაიღუპნენ

28.09.25 18:11
კიევში, კარდიოლოგიის ინსტიტუტზე რუსული დარტყმის შედეგად მედდა და პაციენტი დაიღუპნენ

კიევში, კარდიოლოგიის ინსტიტუტზე რუსული დარტყმის შედეგად მედდა და პაციენტი დაიღუპნენ. ჯამში, კიევში დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. მათ შორისაა, 12 წლის გოგონაც. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, უკრაინაში ჯამში 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ნგრევის დროს დაშავდა ორი მაშველიც.

ზაპოროჟიეში დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი,  მინიმუმ 30 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. სხვა რეგიონებში ხანძრები უკვე ლიკვიდირებულია. საერთო ჯამში დაზიანებულია 100-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი.

მსგავსი სიახლეები