მოლდოვაში მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა
მოლდოვის მმართველმა პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობა“ (PAS), რომელსაც პრეზიდენტი მაია სანდუ ხელმძღვანელობს, გაიმარჯვა რიგით საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კურსი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დამუშავებულია ხმების 99.47%. PAS-მა მიიღო 49,9%, რაც 780 ათასზე მეტ ამომრჩეველს შეესაბამება და უზრუნველყოფს სტაბილურ უმრავლესობას. ეს შედეგი პარტიას აძლევს უფლებას მეორე ვადით შეინარჩუნოს ხელისუფლება.
მეორე ადგილზე გავიდა პრორუსული პატრიოტული ბლოკი ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის ხელმძღვანელობით, რომელმაც 24,28% მოაგროვა.
Bloomberg-ის შეფასებით, ახალი მთავრობა გააგრძელებს აუცილებელ რეფორმებს, რათა ქვეყანა ათწლეულის ბოლოსთვის მზად იყოს ევროკავშირში შესვლისთვის. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პროევროპული ძალების გამარჯვება სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს რუსეთისთვის, რომელმაც დიდი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი დახარჯა, რათა კიშინევში პრორუსული პარტიები მოეყვანა ხელისუფლებაში.
საბოლოო შედეგები:
- PAS — 49.99%
- პატრიოტული ბლოკი — 24.28%
- ბლოკი „ალტერნატივა“ — 7.99%
- „ჩვენი პარტია“ — 6.22%
- „დემოკრატია სახლში“ — 5.63%