აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: კრემლი სისტემატურად ბლოკავს სამშვიდობო ინიციატივებს

29.09.25 10:14
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: კრემლი სისტემატურად ბლოკავს სამშვიდობო ინიციატივებს

„რუსეთი უარს ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე", - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა Fox News–თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯიდი ვენსმა Fox News–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობს როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ მოლაპარაკებებზე უკრაინასთან.

„ჩვენ მშვიდობის ერთგულები ვრჩებით, მაგრამ ტანგოსთვის ორნი არიან საჭირო“, - აღნიშნა ვენსმა და გამოთქვა იმედი, რომ „მოსკოვი გამოფხიზლდება და რეალობას მიიღებს“.

მსგავსი სიახლეები