ტრამპი: ახლო აღმოსავლეთში ისტორიული შეთანხმების შანსი არსებობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში „დიდების მისაღწევად რეალური შანსი“ არსებობს. მისი თქმით, რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი და ყველა მხარე მზად არის განსაკუთრებული სიახლისთვის.
მედიის ცნობით, ტრამპის ოპტიმიზმი უკავშირდება ღაზაში ომის დასრულების შესაძლო შეთანხმებას. პრეზიდენტის დღის წესრიგშია შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, სადაც მოლაპარაკებების გაგრძელება იგეგმება.