კელოგი: აშშ-მა უკრაინას მისცა ნებართვა, დარტყმები რუსეთის სიღრმეში განახორციელოს
ტრამპმა უკრაინას მისცა ნებართვა, ორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებით, რუსეთის სიღრმეში დარტყმები განახორციელოს. ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კიტ კელოგმა.
კელოგის თქმით, გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც. „ვფიქრობ, თუ წავიკითხავთ იმას, რაც თქვა პრეზიდენტმა, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და სახელმწიფო მდივან რუბიოს განცხადებებს, პასუხი ცალსახაა - დიახ. გამოიყენეთ შესაძლებლობა შორ მანძილზე დარტყმებისთვის. არ არსებობს არანაირი უსაფრთხო თავშესაფარი,“ - აღნიშნა კელოგმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პენტაგონმა უკრაინას ნებართვა მაინც არ მისცა მსგავსი ოპერაციების განხორციელებაზე.