კრემლის სცენარი ჩაფლავდა - მოლდოვაში პრორუსი დოდონის მიერ ორგანიზებული აქცია ერთ საათში დაიშალა

29.09.25 14:54
კრემლის სცენარი ჩაფლავდა - მოლდოვაში პრორუსი დოდონის მიერ ორგანიზებული აქცია ერთ საათში დაიშალა

მოლდოვაში, საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიის გამარჯვების შემდეგ, პრორუსი პოლიტიკოსის, იგორ დოდონის, მცდელობა, ქუჩაში ხალხი გაეყვანა, სრული კრახით დასრულდა. დოდონის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ მცირე რაოდენობის „სტატისტები“ გამოცხადდნენ, მაგრამ მიტინგი ისე სწრაფად დაიშალა, როგორც დასრულდა გადახდილი ფული.

კრემლის მიერ აპრობირებულმასქემამ ვეღარ იმუშავა - მოსყიდვით გადაბირებული ხალხის მცირე მასა მალევე დაიშალა. 

ამავე დროს, ქუჩაში გამოვიდნენ სანდუს მხარდამჭერები, რომლებმაც ხმამაღლა გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის პროევროპული კურსის და პროტესტი გამოთქვეს დოდონის მცდელობის წინააღმდეგ.