მილოცვის ნაცვლად ცინიზმი - როგორ ეხმიანება "ოცნება" სანდუს პარტიის გამარჯვებას
მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ მოლდოვას რუსულ გავლენებთან ბრძოლაში გამარჯვება მიულოცა, თუმცა ივანიშვილის პარტია კვლავ განსხვავებული პოზიციით გამოირჩა. „ქართულმა ოცნებამ“ ლავროვსაც კი დაასწრო და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
კრემლი მანიპულაციებზე საუბრობს, ხოლო ივანიშვილის გუნდი ოფიციალურ მილოცვებსაც კი არ აკეთებს. პრეზიდენტ მაია სანდუს მიმართ მხარდაჭერის ნაცვლად, "ოცნების" მხრიდან ცინიზმი გაისმა.
ოპოზიციის შეფასებით, ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსული დღის წესრიგი აქვს. მათივე თქმით, ივანიშვილის გუნდს მოლდოვის წარმატება ვერ გაახარებდა, რადგან ის მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება, რუსეთის ჩარევის მიუხედავად, ევროპული გზა გაგრძელდეს.
მაია სანდუს მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებით ევროპისკენ ნაბიჯი კიდევ ერთხელ გადადგა, თუმცა ქართული მილოცვის ნაცვლად კრიტიკა მიიღო.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.