ტრამპი პუტინით იმედგაცრუებულია - მას ვუთხარი: კარგად არ გამოიყურები, ქაღალდის ვეფხვი ხარ?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი გენერლების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისით “იმედგაცრუებულია.“
ტრამპის თქმით, მას ეგონა, რომ ომს ერტ კვირაში დაასრულებდა.
"ძალზე იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით. მეგონა, ამას [ომს] დაასრულებდა. ეს ომი ერთ კვირაში უნდა მოემთავრებინა და მე მას ვუთხარი, “შენ კარგად არ ჩანხარ. ოთხი წელია იბრძვი ომში, რომლისთვისაც ერთი კვირა უნდა ყოფილიყო საკმარისი. ქაღალდის ვეფხვი ხარ-მეთქი? ეს სამწუხაროა, მაგრამ, მგონია, რომ საბოლოოდ ამას მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა.