ისრაელმა ღაზისკენ დაძრული ჰუმანიტარული დახმარების გემები, მათ შორის, გრეტა ტუნბერგის ნავიც დააკავა
ისრაელმა ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გემები დააკავა - დაკავებული არიან აქტივისტებიც, მათ შორის შვედი გრეტა თუნბერგი.
„გლობალური ფლოტილია“ ღაზის სექტორისკენ მიმავალი 15-ზე მეტი გემის დაკავების შესახებ იუწყება და ისრაელის არმიის ქმედებას უკანონოს და „სასოწარკვეთის თავხედურ აქტს“ უწოდებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ისრაელელი ჯარისკაცი ტუნბერგს დაკავების შემდგომ მის ნივთებს უბრუნებს. სამინისტროს ცნობით, "ტუნბერგი და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან".
ისრაელში გადაყვანის შემდეგ დაკავებული აქტივისტების დეპორტაცია მოხდება.
"ჰამას-სუმუდის ფლოტილიის უკვე რამდენიმე ნავი უსაფრთხოდ შეჩერდა და მათი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან". - წერია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.