კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დღეს დანიაა - კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. ეს არის რიგით მე-7 კონფერენცია, სადაც ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. დაგეგმილია დისკუსიებიც.
თანამეგობრობის ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის გაძლიერებაზე, ევროპის უსაფრთხოებაზე და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროპის გაძლიერებაზე.
დანიაში იმყოფება ირაკლი კობახიძეც. არსებული ინფორმაციით, ის მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.