რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენ კოლექტიურ უსაფრთხოებას - ემანუელ მაკრონი EPC-ის შეხვედრაზე

02.10.25 15:47
რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენ კოლექტიურ უსაფრთხოებას - ემანუელ მაკრონი EPC-ის შეხვედრაზე

"რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენ კოლექტიურ უსაფრთხოებას... ის ცდის ჩვენ საჰაერო თავდაცვას" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. 

მისი თქმით, ისინი არასაკმარისად აფასებენ იმას, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს რუსეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოებრივ აზრზე.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ავიაციის კუთხით ევროპელი ლიდერები NATO-სთან კოორდინაციაში იმყოფებიან და მზად არიან, რომ დაიცვან საჰაერო და ტერიტორიული მთლიანობა. 

რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენ კოლექტიურ უსაფრთხოებას საარჩევნო ბრძოლაში ჩარევით, კიბერ-თავდასხმით, ოპოზიციონერების მკვლელობით და მიგრაციული ნაკადების გზით, რომლებიც ზეწოლის საშუალებად გამოიყენება. 

რუსეთი ცდის ჩვენ საჰაერო თავდაცვას და მან შეცვალა ბირთვული დოქტრინა. არასაკმარისად აფასებენ რამდენად დიდ გავლენას ახდენენ რუსები ჩვენ საზოგადოებრივ აზრზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, თუნდაც საფრანგეთში ბაღლინჯოების შესახებ ისტორიების გავრცელებით. 

ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მკაფიო გზავნილი. დრონები, რომლებიც არღვევენ ჩვენ ტერიტორიას დიდ რისკზე მიდიან, შესაძლოა მათი განადგურება.  

ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ სრული შეტყობინება გავგზავნოთ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი საჰაერო და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

რაც შეეხება ავიაციას, არსებობს პროცესი და ჩვენ ვიმყოფებით NATO-სთან კოორდინაციაში. ვფიქრობ, ეს პროცესი შექმნის მეტ არაპროგნოზირებადობას. შეკავება უნდა იყოს საკვანძო ჩვენი თანმიმდევრულობის შესანარჩუნებლად. გზავნილი, რომლის გადაცემაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეხვედრიდან, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ და ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, რომ დავიცვათ ჩვენი საჰაერო და ტერიტორიული მთლიანობა," - განაცხადა მაკრონმა. 

მსგავსი სიახლეები