ტყვეთა მორიგი გაცვლა: უკრაინამ 185 სამხედრო და 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა

03.10.25 10:26
ტყვეთა მორიგი გაცვლა: უკრაინამ 185 სამხედრო და 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2 ოქტომბერს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა. უკრაინამ სახლში დაიბრუნა 185 სამხედრო და 20 მშვიდობიანი მოქალაქე.

დღეს ჩვენი გმირები ბრუნდებიან სახლში - ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. ისინი, ვინც იცავდა უკრაინას ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე. ასევე 20 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებოდნენ,– განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე დაადასტურა გაცვლა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ უკან მიიღო 185 სამხედრო. უწყების ცნობით, პროცესი განხორციელდა შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიზანია ტყვეთა თანაბარი რაოდენობის დაბრუნება.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლაა, რომელიც ომის ფონზე განხორციელდა.