საერთო გზა ევროკავშირში და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები: ვოლოდიმირ ზელენსკი მაია სანდუს შეხვდა

03.10.25 10:30
საერთო გზა ევროკავშირში და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები: ვოლოდიმირ ზელენსკი მაია სანდუს შეხვდა

კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა.

სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიულოცა მაია სანდუს მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულ ძალთა გამარჯვება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის დესტაბილიზაციის ყველა მცდელობის მიუხედავად, ამ არჩევნებში სწორედ მოლდოვამ და ევროპამ გაიმარჯვეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ დეტალურად განიხილეს უკრაინისა და მოლდოვის საერთო გზა ევროპის კავშირისკენ. ზელენსკიმ მიულოცა მოლდოვას ორმხრივი სკრინინგის პროცესის წარმატებით დასრულება და მადლობა გადაუხადა უკრაინის ევროკავშირის წევრობის გზაზე მხარდაჭერისთვის. ლიდერებმა ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს: მნიშვნელოვანია, მოიძებნოს გზები, რათა უკრაინასა და მოლდოვას ერთდროულად გაეხსნას პირველი კლასტერი.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე.