დრონების მასიური იერიში ყირიმზე - ფეოდოსიაში ნავთობსაცავი იწვის
ოკუპირებულ ფეოდოსიაში (ყირიმში) დრონების თავდასხმამ ნავთობსაცავზე ძლიერი აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. რუსული არხების ინფორმაციით, თავდაპირველად დარტყმები განხორციელდა „საკის“ აეროდრომზე ნოვოფედოროვკაში, მოგვიანებით კი აფეთქებები ისმოდა ევპატორიაში, სევასტოპოლში და ანდრეევკასთან, სადაც მდებარეობს სამხედრო აეროდრომი „კაჩა“.
ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, რომ დაზიანებულია ფეოდოსიის ნავთობტერმინალი და დაიწვა საწვავით სავსე რეზერვუარი.
ასევე შეტევა განხორციელდა ძერჟინსკის სვერდლოვის ქარხანაზე, სადაც წარმოებენ ასაფეთქებელ ნივთიერებებს.