"ერთგვარად გადაწყვეტილება მივიღე" - ტრამპი უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებაზე

07.10.25 10:20
"ერთგვარად გადაწყვეტილება მივიღე" - ტრამპი უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს იცოდეს რას გეგმავს უკრაინა შეერთებულ შტატებში წარმოებული Tomahawk-ის რაკეტებით, სანამ მათ მიწოდებაზე დათანხმდება, რადგან მას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის ესკალაცია არ სურს. 

  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, Tomahawk-ის რაკეტები ევროპის ქვეყნებს მიჰყიდოს, რომლებიც მათ უკრაინაში გაგზავნიან.

თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღო თუ არა მან გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება "ერთგვარად მიიღო".

მგონი, მინდა გავიგო, რას გააკეთებენ ისინი მათთან ერთად. სად გააგზავნიან მათ? ალბათ, ეს კითხვა მე უნდა დავსვა. რამდენიმე კითხვას დავსვამ. ომის ესკალაციას არ ვცდილობ," - განაცხადა ტრამპმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინას Tomahawk-ის რაკეტებს მიაწვდის რუსეთის სიღრმეში შორ კვირას გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, მანძილზე მოქმედი დარტყმებისთვის, ეს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს გაანადგურებს.

ცნობისთვის, Tomahawk-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ია, რაც მოსკოვს უკრაინის არსენალის მოქმედების რადიუსში აყენებს, თუ კიევს ისინი გადაეცემა.