რუსეთმა და ინდოეთმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო სწავლება „Indra 2025“ - Reuters
ინდოეთის შტატ რაჯასთხანში მდებარე მახაჯანის პოლიგონზე დაიწყო რუსეთ-ინდოეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება „Indra 2025“, რომელიც გაგრძელდება 15 ოქტომბრამდე, - წერს Reuters.
გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სწავლების მიზანია ორ ქვეყანას შორის ანტიტერორისტული ოპერაციების კოორდინაციისა და ურთიერთქმედების გაუმჯობესება.
სწავლების მთავარი მიზანია ორივე ქვეყნის დანაყოფების შეთანხმებული მოქმედებების დამუშავება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის ანტიტერორისტული ოპერაციების ტაქტიკის სრულყოფა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოპერატიული თანხმობის გაზრდას და თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების კონტექსტში მოწინავე გამოცდილების გაზიარებას,- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა 5–6 დეკემბერს ეწვიოს ინდოეთს, სადაც შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. ამ ვიზიტის შესახებ პირველად საუბარი გაიმართა აგვისტოში, ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის აჯიტ დოვალის მოსკოვში ვიზიტისას, თუმცა მაშინ ზუსტი თარიღები არ ყოფილა გამოცხადებული.