რუსეთის ვოლგოგრადის რეგიონში დრონებით თავდასხმის შემდეგ გაზის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის
9 ოქტომბრის ღამეს, ვოლგოგრადის რეგიონში, კოტოვოში, ლუკოილ-კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, ოტოვსკის რაიონში საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებში ხანძარი "ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატებიდან ნამსხვრევების ცვენის" შედეგად გაჩნდა.
თვითმხილველების განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ლუკოილ-კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა იყო.
ცნობისთვის, კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი ობიექტია. მისი წარმოების სიმძლავრე წელიწადში 450 მილიონი კუბური მეტრი გაზის ნედლეულია. ქარხნის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით თხევადი აირები და სტაბილური ბენზინი, ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.