ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომსაც დავასრულებთ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ - უკრაინის ომსაც დაასრულებს.
მისიგანცხადებით, „შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის“.
ასევე, მისი თქმით, ისტორიაში ამდენი კონფლიქტი არავის დაუსრულებია.
ვფიქრობ, რუსეთ - უკრაინის ომსაც დავასრულებთ, შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის.
ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა. გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინას შორის 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჟურნალისტებთან.