რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს 450-ზე მეტი დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვა - ზელენსკი

10.10.25 10:33
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს 450-ზე მეტი დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვა - ზელენსკი

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს 450-ზე მეტი დრონი და 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, დაზიანებების შედეგად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში - კიევის, დონეცკის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ხარკოვის, სუმის, პოლტავას, ოდესისა და დნეპროს ოლქებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია.

მისივე განცხადებით, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადისა და ხერსონის რეგიონებში მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები  ენერგომომარაგების აღსადგენად და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.