ისტორიული ზავი ახლო აღმოსავლეთში - ჰამასი და ისრაელი სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდნენ
ჰამასსა და ისრაელს შორის ომი დასრულდა - დღეიდან რეგიონში მშვიდობის ახალი ეტაპი იწყება.
მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, რაფას სასაზღვრო პუნქტი გაიხსნება ორივე მიმართულებით, რაც პალესტინასა და ისრაელს შორის მოძრაობას აღადგენს.
ისრაელი გაათავისუფლებს ყველა დაკავებულ პალესტინელ ქალსა და ბავშვს - სულ დაახლოებით 250 ადამიანს, ხოლო ღაზიდან გათავისუფლდება 1700-ზე მეტი პალესტინელი.
მშვიდობის გარანტორად ერთ-ერთი მთავარი მხარე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები.
დონალდ ტრამპმა შეიმუშავა 20-პუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანია რეგიონის კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება. დოკუმენტის მიხედვით, ღაზის მმართველობაში ჰამასს აღარ ექნება როლი - მისი ფუნქციები პალესტინელ ხალხსა და სპეციალურ პალესტინის კომიტეტს გადაეცემა.