მაკრონმა პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა

11.10.25 10:49
მაკრონმა პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა

მანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა.

ლეკორნიუ მაკრონის მიერ დაარსებული პარტიის, "აღორძინების" (Renaissance) სოციალურ-ლიბერალური პოლიტიკური გაერთიანების წევრია.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონი სებასტიან ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მას მთავრობის ფორმირება დაავალა“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

სებასტიან ლეკორნიუს კანდიდატურას კრიტიკით შეხვდნენ უკვე პირველი დანიშვნის შემდეგ როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პარტიების ლიდერები, რომლებიც თვლიდნენ, რომ მაკრონი უნდა გადადგეს.

 

მსგავსი სიახლეები