ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე მძაფრი ბრძოლებია - მედია

12.10.25 09:52
ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე მძაფრი ბრძოლებია - მედია

ავღანეთსა და პაკისტანს შორის მდებარე საზღვარზე ფართომასშტაბიანი შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო - იუწყება TOLOnews. ბრძოლები დიურანდის მთელ ხაზზე მიმდინარეობს და მდგომარეობა სწრაფად მძაფრდება.

მათი ინფორმაციით, ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს „თალიბანის“ შეიარაღებულმა ფორმირებებმა და პაკისტანის არმიის ნაწილებმა. დაძაბულობის ფონზე, პაკისტანელმა სამხედროებმა ზოგიერთ რაიონში იძულებით დატოვეს თავიანთი პოზიციები.

წყაროების ცნობით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს პროვინციებში კუნარი, ნანგარჰარი და ჰელმანდი, სადაც თალიბანი პაკისტანის საზღვარზე მდებარე სამხედრო ბაზებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან ესხმის თავს. შეტაკებები ასევე გავრცელდა კანდაჰარის პროვინციის შურაბაქის რაიონში.

მედიის ინფორმაციით, თალიბანის თავდასხმები პაკისტანის ტერიტორიაზე გრძელდება, ხოლო დაპირისპირება ორივე ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცა.

მსგავსი სიახლეები