ორბანი ЕU-ს „ომისკენ სწრაფვაში" ადანაშალებს და ამ "გეგმის" წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას აანონსებს

12.10.25 13:01
ორბანი ЕU-ს „ომისკენ სწრაფვაში" ადანაშალებს და ამ "გეგმის" წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას აანონსებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირი ომისკენ სწრაფვაში დაადანაშაულა და ამ "გეგმის" წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვების კამპანიის დაწყება დააანონსა. ამის თაობაზე მან Facebook-გვერდზე დაწერა.

„ცხელი შემოდგომა გველის. ევროპა სულ უფრო სწრაფად მიელტვის ომისკენ. რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში წარმოდგენილ იქნა ბრიუსელის სამხედრო გეგმა: ევროპა იხდის, უკრაინელები იბრძვიან, ხოლო რუსეთს რესურსი საბოლოოდ ამოეწურება. რა დაგვიჯდება ეს და რამდენ ხანს გაგრძელდება - ვერ გავიგეთ. სტრატეგიის ნაცვლად ბრიუსელელები მხოლოდ ოცნებებით შემოიფარგლნენ,“ - განაცხადა მან.

ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება ასეთ გეგმებს და საკუთარ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ პეტიციას, რათა მათ აჩვენონ, რომ არ სურთ ომი.

ვერ დავჯდებით, ხელებდაკრეფილი. ისევ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრეთის ხალხს ომი არ უნდა. ამიტომ დღეს ვიწყებთ ბრიუსელის სამხედრო გეგმების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას. ვიქნებით ყველა ქალაქში და ყველა სოფლეში, იმიტომ რომ ახლა ყველა მშვიდობისმოყვარე უნგრელი გვჭირდება,“ - თქვა ორბანმა.

მსგავსი სიახლეები