შეიარაღებული თავდასხმა გერმანიაში - უცნობმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

12.10.25 13:30
შეიარაღებული თავდასხმა გერმანიაში - უცნობმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

ქალაქ გისენში, ბაზარში, შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დაჭრილია და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

გერმანული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ადგილიდან გაიქცა. პოლიცია სწავლობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

მსგავსი სიახლეები