"ვხედავთ და გვესმის, რომ რუსეთი შეშინებულია" - ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაასაჯაროა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მეორედ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეტალური სამუშაო უკრაინის გაძლიერებაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებზე.
ზელენსკის განმარტებით, რუსეთი აშკარად აღიქვამს რისკს, რომ აშშ-მ შესაძლოა უკრაინას Tomahawk-ები გადასცეს, რაც, მისი შეფასებით, დამატებით ზეწოლას ქმნის. პრეზიდენტის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნის გუნდები განაგრძობენ დეტალურ განხილვებს, მათ შორის ენერგეტიკისა და გაზის მიმართულებებითაც.
ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ, რომ რუსეთს აშინებს, რომ ამერიკელებმა შეიძლება Tomahawk-ები გადმოგვცენ. ეს სიგნალია, რომ სწორედ ასეთი ზეწოლა შეიძლება მუშაობდეს მშვიდობისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ Telegram-ზე.