ტრამპი: ღაზაში ომი დასრულდა, გესმით? კარგად ვაგვარებ ომებს
„ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით? კარგად ვაგვარებ ომებს. კარგად ვამყარებ მშვიდობას“, - აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ღაზაში ომი დასრულულია.
ტრამპს მიაჩნია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შესახებ შეთანხმება შენარჩუნდება.
„ვფიქრობ, რომ კი, ვფიქრობ, რომ ის შენარჩუნდება. ვფიქრობ, რომ ხალხი დაიღალა ამით. საუკუნეები გავიდა. ვფიქრობ, ხალხი დაიღალა. დიახ, ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და რომ ნეთანიაჰუმ ძალიან კარგი სამუშაო გაწია.
„ის ომის დროის პრეზიდენტია. ძალიან კარგი სამუშაო გაწია. მასთან გარკვეული უთანხმოებები მქონდა და სწრაფად მოგვარდა. ვფიქრობ, რომ მან შესანიშნავი სამუშაო გაწია. ვფიქრობ, რომ ის ამ დროს სწორი ადამიანი იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.