დრონების ახალი თავდასხმა ფეოდოსიაში - ოკუპირებულ ყირიმში ნავთობბაზა ისევ იწვის
დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში, დრონებმა მეორე თავდასხმა განახორციელეს ნავთობბაზაზე - ადგილზე ძლიერი ხანძარია.
ტელეგრამ-არხის „Крымский ветер“ ინფორმაციით, ალმა მოიცვა სამი რეზერვუარი, ხოლო შემთხვევის ადგილზე მივიდა ათობით სახანძრო ბრიგადა.
მასშტაბურ ხანძარს სატელიტური კადრებიც ადასტურებს, რომელიც ქალაქისა და ზღვის თავზე ჩანს.
თავდასხმა დაადასტურა საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა, რომლის თქმითაც, დაზარალებულები არ არიან, ხოლო საჰაერო თავდაცვამ 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო.
მედიის ცნობით, დარტყმა შესაძლოა განხორციელდა ელექტროსადგურ “Кафа”-ზეც, ფეოდოსიის მახლობლად.
ეს უკვე მეორე თავდასხმაა 6 ოქტომბრის შემდეგ, როცა ნავთობბაზა დაიწვა - მაშინ ფაქტი ხელისუფლებამ დამალა.