დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა - The Times of Israel-ის ინფორმაციით, ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში მას პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.
ეს შესანიშნავი დღეა. შესაძლოა, თქვენი საუკეთესო დღე იყოს, – ასე მიმართა ტრამპმა ნეთანიაჰუს და ჰერცოგს.
„ეს ისტორიაა“, – უპასუხა ნეთანიაჰუმ.
ტრამპი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვა.
- ამერიკის პრეზიდენტი შუადღისას ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გაემგზავრება, სადაც, მისი ხელმძღვანელობით, 20-ზე მეტი მსოფლიო ლიდერის სამიტი გაიმართება.