კაია კალასი კიევში ჩავიდა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კიევში ჩავიდა.
კალასის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა შეხვდა კიევის რკინიგზის სადგურზე.
„უკრაინელები თავიანთი გამბედაობით მსოფლიოს შთააგონებენ. მათი გამძლეობა ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოითხოვს. დღეს კიევში ვარ ფინანსური და სამხედრო დახმარების, უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების და ომის დანაშაულებზე რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის,“ - წერს კალასი.