დღეს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პირველი, გადამწყვეტი ფაზაა - სტარმერი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა დროა, მთელ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი უზრუნველყოფილ იქნას.
დღეს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პირველი, გადამწყვეტი ფაზაა. ახლა ჩვენ მთელი რეგიონისთვის ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა გვჭირდება. გაერთიანებული სამეფო ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფს და ჩვენ მისი რეკონსტრუქციის დაჩქარების მცდელობებს ვუხელმძღვანელებთ,“ - წერს ბრიტანეთის პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში 7 ისრაელელი მძევალი უკვე გაათავისუფლეს, ხოლო დღეს დაგეგმილია დარჩენილი 13 მძევლის გათავისუფლება.