ისრაელელი მძევლების დაბრუნება შვებაა მთელი მსოფლიოსთვის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

13.10.25 12:14
ისრაელელი მძევლების დაბრუნება შვებაა მთელი მსოფლიოსთვის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელელი მძევლებისს გათავსიუფლებას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და წერს, რომ მძევლების დაბრუნება შვებაა მთელი მსოფლიოსთვის.

მისი თქმით, დღეს შარმ ელ-შეიხში სამიტზე, ომის დასრულების შეთანხმების დასრულება ისტორიული ეტაპი იქნება.

„ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ახალი ფურცლის გადაშლა. შეიძლება ახალი თავის დაწყება. ევროპა სრულად უჭერს მხარს შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას.

მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მის წარმატებაში ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით. კერძოდ, მმართველობისა და პალესტინის ხელისუფლების რეფორმის მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ჩვენ ვიქნებით აქტიური ძალა პალესტინის დონორთა ჯგუფში. ასევე, ჩვენ გამოვყოფთ ევროკავშირის დაფინანსებას ღაზას რეკონსტრუქციისთვის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორში 7 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. დღესვე იგეგმება დარჩენილი 13 ცოცხალი მძევლის გათავისუფლებაც.

მსგავსი სიახლეები