ჰამასის ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი თავისუფალია

13.10.25 13:00
ჰამასის ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი თავისუფალია

ჰამასის ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი თავისუფალია. ბოლო 13 ცოცხალი მძევალი წითელი ჯვრის ორგანიზაციას რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.

უცხოური მედია გათავისუფლებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრებს აქვეყნებს. 

The Times of Israel-ის ცნობით, ღაზაში რჩება 28 მძევლის ცხედარი და მათი ნაწილის ისრაელში გადასვენება დღესვე იგეგმება.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, ისრაელი სანაცვლოდ, პალესტინელ პატიმრებს გაათავისუფლებს.  ჰამასმა 250-ზე მეტი ისრაელელი მძევლად 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აიყვანა.

მსგავსი სიახლეები