"ცუდად დამთავრდება" - მედვედევი ტრამპს ემუქრება
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აგრესიულად გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე.
მედვედევის თქმით, ფრენისას შეუძლებელია განვასხვაოთ ბირთვული და ჩვეულებრივი ტიპის ტომაჰავკები, რაც რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს.
„ამ რაკეტების მიწოდება ცუდად დამთავრდება ყველასთვის - პირველ რიგში, თავად ტრამპისთვის,“ - დაწერა მედვედევმა Telegram-ზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადება შესაძლოა იყოს მხოლოდ მორიგი მუქარა, რომელიც უკავშირდება მის გადაჭიანურებულ მოლაპარაკებებს ზელენსკისთან.