მძევლების გათავისუფლებით მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის - მაკრონი
მძევლების გათავისუფლებით მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ყველა ეტაპზე ჩაერთვება.
ეიტან მორი, გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ომრი მირანი, ალონ აჰელი და გაი გილბოა-დალალი უსაფრთხოდ არიან. მათი გათავისუფლებით - და დღეს დილით მოსალოდნელი ცამეტი სხვა მძევლის გათავისუფლებით - მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის“, - აცხადებს პრეზიდენტი მაკრონი.
ჰამასის ტყვეობაში მყოფი ყველა მძევალი თავისუფალია. ბოლო 13 ცოცხალი მძევალი წითელი ჯვრის ორგანიზაციას რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.