საფრანგეთის სანაპიროსთან ახლოს რუსული წყალქვეშა ნავი დააფიქსირეს
საფრანგეთის სანაპიროსთან ახლოს აღმოჩენილია რუსული წყალქვეშა ნავი Б-261 „ნოვოროსიისკი“.
ნატოს საზღვაო ძალების სარდლობის ცნობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო სუბმარინის ზედაპირზე ამოსვლა შესაძლოა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
ფრანგული ფლოტის ფრეგატმა, რომელიც ნატოს საზღვაო საზღვრების უსაფრთხოებას აკვირდებოდა, დააფიქსირა რუსული წყალქვეშა ნავის მოძრაობა. ნატომ დაადასტურა, რომ ატლანტიკის რეგიონში ვითარებაზე მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს და მზადაა თავის წევრი ქვეყნების დასაცავად.
Б-261 „ნოვოროსიისკი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეოთხე დამოუკიდებელი წყალქვეშა ბატალიონის შემადგენლობაში შედის. ნავი აღჭურვილია ექვსი ტორპედოს გამშვები მოწყობილობით, იტევს მდე 18 ტორპედოს და შეუძლია ოთხამდე „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტის გაშვება.