ტრამპი ისრაელის ქნესეთში: ეს მხოლოდ ომის დასასრული კი არა, არამედ ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია

13.10.25 16:08
ტრამპი ისრაელის ქნესეთში: ეს მხოლოდ ომის დასასრული კი არა, არამედ ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია

 ეს მხოლოდ ომის დასასრული კი არა, არამედ ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 ადამიანი საბოლოოდ ბრუნდება სახლში, რათა სამუდამოდ განისვენებენ ამ წმინდა მიწაზე. ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი. ეს დიდი თანხმობისა და ხანგრძლივი ჰარმონიის დასაწყისია ისრაელისთვის და იმ რეგიონის ყველა ერისთვის, რომელიც მალე ჭეშმარიტად დიდებული რეგიონი გახდება. მე ამის მტკიცედ მჯერა. ეს ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტ  ქნესეთის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ, რაც 2 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ტრამპს ისრაელის ქნესეთში სიტყვის გამოსვლა შეაწყვეტინეს.­

ორი დეპუტატი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტისგან პალესტინის აღიარებას ითხოვდა, დარბაზიდან გააძევეს.

„ბოდიშს გიხდით ამის გამო, ბატონო პრეზიდენტო“, - განუცხადა ქნესეთის სპიკერმა ტრამპს.

მსგავსი სიახლეები