დონალდ ტრამპი ეგვიპტეში ჩავიდა

13.10.25 18:51
დონალდ ტრამპი ეგვიპტეში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელიდან ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ჩაფრინდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტრამპი ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად ღაზას სამშვიდობო სამიტს უხელმძღვანელებს.

სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას 20-ზე მეტი ლიდერი მიიღებს, მათ შორის, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

მსგავსი სიახლეები