FT: ტრამპი 17 ოქტომბერს თეთრ სახლში ზელენსკის შეხვდება
Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი პარასკევს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს 17 ოქტომბერს თეთრ სახლში უმასპინძლებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ, თუ როგორ უნდა აიძულონ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.