ოკუპანტებმა ხარკოვში საავადმყოფო დაბომბეს - არიან დაშავებულები
ღამით რუსულმა სამხედრო ძალებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს ხარკოვს - ერთ-ერთი ბომბი მოხვდა სალტოვკის რაიონში მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიას, - იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური Telegram-ზე.
„ნაწილობრივ დანგრეულია ერთსართულიანი ავტოფარეხი, დაზიანდა სამსართულიანი სამედიცინო დაწესებულება, საწარმოს შენობა და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი. დაფიქსირდა ორი კერაზე ცეცხლი,“ — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ დაუზუსტებელია. სამაშველო სამსახურმა აღნიშნა, რომ ყველა პაციენტი, ვინც თავდასხმის დროს საავადმყოფოში იმყოფებოდა, გადაყვანილია სხვა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მათ ამჟამად ექიმები ამოწმებენ.
ადგილობრივი გამოცემის „Суспільне Харків“ ინფორმაციით, რუსეთის დარტყმის შედეგად მინიმუმ ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ ჭრილობები მიიღეს შუშის ნამსხვრევებისგან. საავადმყოფოს კორპუსებში, სადაც იმ დროისთვის ასზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა, დაზიანდა ფანჯრები და კარებები. მედიის ცნობით, ამ განყოფილებაში მკურნალობას გადიოდნენ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები.