ჰამასი უნდა განიარაღდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯოჯოხეთი იქნება - ნეთანიაჰუ

15.10.25 10:19
ჰამასი უნდა განიარაღდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯოჯოხეთი იქნება - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მთავარი პირობა ჰამასის დაჯგუფების განიარაღებაა. 

ეს არის დემილიტარიზაცია - ღაზაში არ უნდა დარჩეს იარაღის ქარხნები და კონტრაბანდული გზებიც უნდა ჩაიკეტოს, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

დონალდ ტრამპი კი  აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ იარაღს არ დაყრის, მას ამას იძულებით გააკეთებინებენ, თუმცა ამავე დროს აშშ-ს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ უკვე მოუწოდა დაჯგუფების ლიდერებს და მათგან პირობა მიიღო შეთანხმების აღსრულების შესახებ.

მსგავსი სიახლეები